123

a

Facebook

Copyright 2020 NMP.GE | Designed by  VASIKSON

All Rights Reserved.

24 / 7 / 365

 მზად ვართ დაგეხმაროთ

+995 599 76 60 70

დაგვიკავშირდით

Facebook

Menu
 

ადვოკატი ვასილ მამულაშვილი – რა მოლოდინი უნდა გვქონდეს კონკრეტული მოსამართლისგან?!

ადვოკატი ვასილ მამულაშვილი – რა მოლოდინი უნდა გვქონდეს კონკრეტული მოსამართლისგან?!

მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში უმთავრესი როლი, პროცესში მონაწილე მხარეებთან ერთად, აკისრია მოსამართლეს და სწორედ მოსამართლის კვალიფიციურობა და კომპეტენტურობა არის განმსაზღვრავი, ვისარგებლებთ თუ არა სრულყოფილი, ობიექტური და სამართლიანი მართლმსაჯულებით.
მოსამართლის კომპეტენტურობისა და კვალიფიციურობის განსაზღვრის გარეშე, შეუძლებელია სათანადო დაცვის განხორციელება. შესაბამისად, პროცესის საწყის სტადიაზევე უნდა დავადგინოთ ვისთან გვაქვს საქმე, რას უნდა ველოდეთ და რა სახის ურთიერთობა უნდა გვქონდეს პირთან, რომელიც კონკრეტულ საქმეზე გამწესებულია სამართლის შემფარდებლად და განსაზღვრავს ადამიანთა მომავალს.
თავდაპირველი შთაბეჭდილება მოსამართლეზე, მისი სასამართლოს სხდომის დარბაზში შემოსვისთანავე შეიძლება შეგვექმნას, კერძოდ:
– რამდენად მოწესრიგებულია მოსამასრთლე (ჩაცმულობა, როგორია მისი ვარხნილობა, როგორია მისი სავარძელზე ჯდომის სტილი, რა ინფორმაციას გვაწვდის მისი სხეულის ენა და ა.შ.
სამართლის დადგენა – წესრიგის უზრუნველყოფისკენ სწრაფვაა, შესაბამისად თუ მოსამართლე საკუთარი თავის წესრიგის უზრუნველმყოფი არაა, ასეთ დროს იქმნება დასაბუთებული და გონივრული ეჭვი, რომ იგი ასევე ვერ განახორციელებს მაღალი ხარისხის მართლმსაჯულებას, რომელიც წესრიგის უზრუნველყოფისკენ იქნება მიმართული, ვინაიდან მასში ჩვენ უკვე შევნიშნეთ უწესრიგობისკენ მიდრეკილება, გამოხატული საკუთარი თავის მიმართ.
ზემოთხსენებული უწესრიგობის აღმოფხვრას დაცვის მხარე არ უნდა შევეცადოთ. ჩვენ, აღნიშნული გარემოებები უნდა მივიღოთ ცნობად, ვინაიდან ცალკე აღებული, მითითებული უარყოფითი გარემოებები ვერ მოგვცემს იმ დასკვნის საფუძველს, რომ მოცემულ საქმეზე მოსამართლე ვერ განახორციელებს სრულყოფილ და ობიექტურ მართლმსაჯულებას.
საქმის განხილველი მოსამართლის შესახებ – შტაბეჭდილება დაცვის მხარეს, აუცილებლად შეგვექმნება იმ დროს, როდესაც იგი კომუნიკაციას დაამყარებს მხარეებთან, რა დროსაც ჩვენ მივიღებთ ინფორმაციას:
– მის დამოკიდებულებებს – ბრალდებულსა და პროცესის სხვა მონაწილეების მიმართ;
– კომუნიკაციის პროცესში ჩვენ მივიღებთ ინფორმაციას მოსამართლის ზოგადი განათლებისა და სხვა უნარების შესახებ, რომელიც ხშირ შემთხვევაში მის მეტყველებაშიც იგრძნობა, საუბრისას – წარმოთქმულ წინადადებათა წყობასა და მის შინაარსში.
თუ პირველად კომუნიკაციისას მივეთ შედეგი, რომ მოსამართლე პროცესის მონაწილე პირების მიმართ გამოხატავს უარყოფით განწყობას ან/და აგრესიას, ან/და ერთ-ერთი მხარის მიმართ გამოხატავს პოზიტიურ განწყობას, ან/და მისი საუბრიდან გამომდინარე იგრძობა ზოგადი განათლების არასახარბიელო დონე – აღნიშნული აჩენს გონივრულ და დასაბუთებულ ეჭვს, რომ მოცემულ საქმეზე მოსამართლე ვერ განახორციელებს სრულყოფილ და ობიექტურ მართმსაჯულებას.
განსხვავებით პირველად დასახელებული გარემოებებისა, როდესაც მოსამართლის მოწესრიგებულობაზე ვისაბურეთ და დაცვის მხრის მხრიდან რაიმე სახის მოქმედება მიზანშეუწნლოად მივიჩნიეთ, მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარის პოზიცია პროცესის ყველა სტადიაზე უნდა იყოს ხისტი და მიმართული იმ გარემოებების ფიქსაციისა და აღმოფხვრისკენ, რომელიც საფრთხეს უქმნის სრულყოფილ და ობიექტურ მართლმსაჯულებას, კერძოდ სამართლებრივი ბერკეტების გამოყენებით უნდა ვაიძულოთ მოსამართლე თავაზიანი იყოს პროცესის მონაწილეების მიმართ, აღკვეთილ იქნეს ყველანაირი აგრესია თუ შეურაცხყოფა, მათ შორის გამოხატული ფავორიტიზმი, ამასთანავე ჩვენ უნდა მოვახდინოთ აღნიშნული ფაქტების ფიქსაცია შესაბამისი განცხადებებისა თუ შუამდგომლობების/საჩივრის გზით, რომელსაც შესაძლებელია ერთის მხრივ, ჰქონდეს პრევენციის ეფექტი, ხოლო მეორეს მხრივ, ეს დაგვეხმაროს იმ მიზეზების წარმოსაჩენად/დასადასტურებლად, კონკრეტულ საქმეზე რატომ მივიღეთ არასრულყოფილი, არაობიექტური და არასამართლიანი მართლმსაჯულება, რაც ასევე პირის უფლებების დაცვას და მომავალში მოსამართლის ქცევის კორექციას შესაძლებელია მოემსახუროს.
საქმის განხილველი მოსამართლის შესახებ – ძირითადი შტაბეჭდილება დაცვის მხარეს, აუცილებლად შეგვექმნება იმ დროს, როდესაც მხარეები მოსამართლის წინაშე დავიწყებთ მტკიცებულებათა კვლევის პროცესს, რა დროსაც მხარეთა მიერ წარდგენილ შუამდგომლობებზე მოსამართლის მიერ მიღებული საოქმო განჩინებები და აღნიშნულ განჩინებაში განვითარებული მსჯელობა/დასაბუთება – მოგვემს ძირითად ინფორმაციას თუ როგორ ახდენს მოსამართლე ფაქტობრივი გარემოების შეფასებას, როგორც ახორციელებს კონკრეტული გარემოებისადმი, სამართლებრივი ნორმის მოძიებას და შეფარდებას, როგორ ახორციელებს ნორმის ინტერპრეტაციას, განვრცობასა და განვითრებას და ამ ყველაფერთან დაკავშირებით რა არგუმენტაციასა და დასაბუთებას გვთავაზობს მხარეებს, ამასთანავე რამდენად სამართლიანად და ობიექტურად ხელძღვანელობს პროცესს და იცავს თუ არა თანასწორობის შეჯიბრებითობის პრინციპს, შიდა და საერთაშორისო კანონმდებლობას. მითითებულ საკითხებზე მოსამართლის მოქმედებები, დაცვის მხარეს აუცილებლად მოგვცემს იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, თუ რა სტანდარტით იხელძღვანელებს მოსამართლე შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროს. კერძოდ, რა სტანდარტით დაადგენს ფაქტებს, რა სტანდარტით მოიძიებს, შეუფარდებს განმარტავს სამართლებრივ ნორმებს და საბოლოოდ რა სტანდარტით განსაზღვრავს საბოლოო შედეგს.
ზემოთაღნიშნული პრაქტიკული საკითხების მხედველობაში მიღებით, რიგ შემთხვევებში პროცესის საწყის სტადიაზევე შესაძლებელია გავაკეთოთ დასკვნა, რას შეიძლება ველოდეთ კონკრეტული მოსამართლის მხრიდან, თუმცა არსებობს საპირისპირო პრაქტიკული მაგალითებიც, როდესაც კონკრეტული მოსამართლე განაჩენის გამოტანამდე იდეალურად ახორციელებს მართლსაჯულებას, რომელიც ადვოკატს უქმნის მოლოდინს მის ობიექტურობასა და სამართლიანობაში, თუმცა რიგ შემთხვევებში აღნიშნულს მოსამართლის მხრიდან მოჩვენებითი ხასიათი აქვს.
სამწუხაროდ, სასამართლო სისტემაში მრავლად არიან მოსამართლენი, რომლებიც ახორციელებენ მოჩვენებითად სამართლიან მართლმსაჯულებას, რაც განაჩენის გამოტანამდე იმდენად შეფარულია, რომ მხარე მოკლებულია შესაძლებლობას აღნიშნულზე დასაბუთებული ეჭვი გამოხატოს. განაჩენის გაცნობის შემდგომ კი თვალისაჩინო ხდება მოსამართლის მოჩვენებითობა. ცხადია ასეთ შემთხვევაში მოქმედებების განხორციელება შეუძლებელია, თუმცა აღნიშნული ფაქტი ჩვენთვის უკვე არის ის რეალური პრაქტიკა, რომელიც იქნება სახელძღვანელო სხვა სისხლის სამართლის საქმეზე – თუ რას უნდა ველოდოთ აღნიშნული მოსამართლისგან და რა ქმედითი ღონისძიებები უნდა გავატაროთ აღნიშნული მოლოდინის არსებითად შესაცვლელად.

No Comments

Sorry, the comment form is closed at this time.