123

a

Facebook

Copyright 2020 NMP.GE | Designed by  VASIKSON

All Rights Reserved.

24 / 7 / 365

 მზად ვართ დაგეხმაროთ

+995 599 76 60 70

დაგვიკავშირდით

Facebook

Menu

ადვოკატის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ვასილ მახარაძე და არჩილ გაგნიძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული პირების ადვოკატებმა პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობა უკვე დატოვეს. არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატი, ბექა ნემსიწვერიძე აცხადებს, რომ ისინი მომხდარში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ.

„ვასო მახარაძეს და გიორგი შაქარაშვილს არასდროს შეხება არ ჰქონიათ. იმ დღესაც, მათ უშუალო კონტაქტი ან კონფლიქტი არ ჰქონიათ. როდესაც ვასილ მახარაძე მივიდა ავტომაგისტრალზე, იმ ადგილზე, რამდენიმე პირი გაიქცა, სავარაუდოდ, მათ შორის იყო გიორგიც, ან, შეიძლება არც ყოფილიყო, რადგან იქ ასევე ფიგურირებს პირველი მანქანა და, როგორც ფოტოგრაფი განმარტავს, პირველი მანქანის გამოჩენისას გაიქცნენ ფოტოგრაფიც და გიორგიც. შესაბამისად, შეიძლება, მეორე მანქანის გამოჩენისას, საერთოდ აღარ იყო ადგილზე. ეს ჩვენ არ ვიცით. სავარაუდოდ, არ იყო. შესაძლებელია, მობრუნდა და იყო კიდეც. ბრალს წარუდგენენ ვასილ მახარაძეს და შემდეგ მივალთ პოლიციის დეპარტამენტში, მცხეთაში საქმის მასალების მისაღებად. რაც შეეხება არჩილ გაგნიძეს, ის არ ეთანხმება დადგენილებაში მითითებულ გარემოებებს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ჩავიდა მცხეთაში, თუმცა, სულ სხვა მიზნით. მას არც ერთ კონფლიქტში მონაწილეობა არ მიუღია“ – განაცხადა ადვოკატმა.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულს პირებს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ახალგაზრდა დააკავეს. მათ შორის არიან მცხეთის აგარაკზე მომხდარი კონფლიქტის უშუალო მონაწილეები და ის მორაგბეები, რომლებიც ავტომობილით მოგვიანებით ჩავიდნენ.

19 წლის ფეხბურთელი, რომლის დაზიანებული ცხედარიც მაშველებმა 4 დღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს, გუშინ დაკრძალეს. ოჯახი ექსპერტიზის პასუხის მოლოდინშია.

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.