123

a

Facebook

Copyright 2020 NMP.GE | Designed by  VASIKSON

All Rights Reserved.

24 / 7 / 365

 მზად ვართ დაგეხმაროთ

+995 599 76 60 70

დაგვიკავშირდით

Facebook

Menu

ვასილ მამულაშვილი – არჩილ გაგნიძემ სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ დაირღვა მისი უფლება, როდესაც მისი ნების საწინააღმდეგოდ საქმეში სხვა ადვოკატი ჩართეს

არჩილ გაგნიძემ სასამართლო სხდომაზე აღნიშა, რომ დაირღვა მისი უფლება, როდესაც მისი ნების საწინააღმდეგოდსაქმეში სხვა ადვოკატი ჩართეს, – ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული მორაგბის, არჩილ გაგნიძის ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა მცხეთის რაიონულ სასამართლოში გამართული სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ადვოკატის ინფორმაციით, სხდომაზე შუამდგომლობა სახაზინო ადვოკატის აცილებასთან დაკავშირებითაც დააყენეს, რომელიც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

„შუამდგომლობა ასევე, იყო აცილებასთან დაკავშირებით დაყენებული, რაზეც სასამართლომ გვითხრა, რომ ეს ადვოკატიც ჩვენი ნების საწინაამღდეგოთ დარჩება საქმეში, საქმის არასებითი გამხილვის მთელ პერიოდშიც, რაც სრული აბსურდი და უკანონობაა, ამ ნაწილში ყველანაირი უფლება დაირღვა. მოსამართლემ თქვა, რომ ამ უფლებების დარღვევას გენინსპექციას არ შეაფასებინებს, თუმცა მას ამის უფლება არ ქონდა, რადგან საჩივარზე ის არ არის განმხილველი. როდესაც ადვოკატი მიუთითებს შესაძლო უფლებების დარღვევაზე ის ვალდებულია ასახოს განჩინებაში და უკვე შემდგომშო სხვა ორგანომ შეფასოს იყო თუ არა უფლებების დარღვევა. საქმის წინასამართლო სხდომის განხილვამდე სასამართლომ მოგცა ერთი კვირა, რომ შესაძლო მტკიცებულებები მოვიპოვოთ და არცერთი ადვოკატის პოზიცია არ გაითვალისწინა, რომ ეს ვადა არ იყო საკმარისი საქმის მოსამზადებლად“, – აღნიშნა არჩილ მამულაშვილმა.

ცნობისთვის, შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 5 პირის წინასასამართლო სხდომა 27 აგვისტოს გაიმართება.

ინფორმაციისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათგან 6 არასრუწლოვანია. დაკავებულების ნაწილს გამოძიება ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას ედავება.

რამდენიმე დღის წინ პროკურატურამ „ტოიოტა ქამრის“ მგზავრების – 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნულ საქმეზე ბრალი ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს დაუმძიმდათ.

ყველა მათგანს აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.