საადვოკატო ბიურო – ,,ნემსიწვერიძე, მამულაშვილი და პარტნიორები”
Nemsitsveridze, Mamulashvili & Partners თავის კლიენტებს სთავაზობს მაღალი ხარისხის ეფექტურ მომსახურებას სამართლის სხვადასხვა სფეროში. აღნიშნულ საადვოკატო ბიუროს აგრეთვე გამოარჩევს მის მიერ შემუშავებული საქმისწარმოების ელექტრონული პლატფორმაც, რომლის მეშვეობით კლიენტებს ეძლევათ საშუალება ელექტრონულად გაეცნონ თავიანთი საქმის წარმოების პროცესს, რაც თანამშრომლობას უფრო კომფორტულსა და ეფექტურს ხდის. დეტალური ინფორმაციისთვის Nemsitsveridze, Mamulashvili & Partners‑ის დამფუძნებლებს − ბექა ნემსიწვერიძესა და ვასილ მამულაშვილს.
„ბექა ნემსიწვერიძის საადვოკატო ბიუროსა“ და „იურიდიული ჯგუფი მამულაშვილი და პარტნიორების“ გაერთიანების შედეგად, 2020 წელს დაარსდა საადვოკატო ბიურო Nemsitsveridze, Mamulashvili & Partners. კომპანიის დამფუძნებელ პარტნიორებს წარმოვადგენთ ადვოკატები − ბექა ნემსიწვერიძე და ვასილ მამულაშვილი.
ჩვენი საადვოკატო ბიურო დაკომპლექტებულია პროფესიონალი იურისტებით, რომლებიც სპეციალიზებული არიან სამართლის სხვადასხვა დარგში. კომპანია აქტიურ როლს თამაშობს იურიდიულ ბაზარზე და ადგილობრივ და უცხოელ კლიენტებს უწევს მაღალი ხარისხის იურიდიულ მომსახურებას;
ჩვენ მიერ შეთავაზებული მომსახურება მოიცავს სამართლის სხვადასხვა სფეროს. კომპანია საკუთარ კლიენტებს უწევს მაღალი ხარისხის მომსახურებას სამოქალაქო, სამეწარმეო, საოჯახო და მემკვიდრეობითი, საკორპორაციო, სისხლის, ადმინისტრაციული და საიმიგრაციო სამართლის მიმართულებით. წარმატებით იცავს კლიენტების ინტერესებს მოლაპარაკების პროცესში; სასამართლოში დავის პრევენციის მიზნით, აწარმოებს კონსულტაციებს და გასცემს სამართლებრივი ხასიათის რეკომენდაციებს; ახორციელებს ბიზნესისათვის დამახასიათებელი სამართლებრივი რისკის შესამცირებლად საჭირო სამუშაოებსა და კვლევებს; უზრუნველყოფს კლიენტისათვის სასურველი ხელშეკრულების, იურიდიული ხასიათის დასკვნებისა და კლიენტის საქმიანობისათვის საჭირო სხვადასხვა დოკუმენტაციის მომზადებას, რაც, თავის მხრივ, წარმოადგენს დავის წარმოშობის შემთხვევაში კლიენტის ინტერესების მაქსიმალურად დაცვის გარანტიას. კლიენტებთან კომუნიკაციის გასამარტივებლად, საადვოკატო ბიუროს შემუშავებული აქვს საქმისწარმოების ელექტრონული პლატფორმა, რომლის მეშვეობით კლიენტი ნებისმიერ დროს ელექტრონულად ეცნობა ინფორმაციას საკუთარი საქმის მიმდინარეობის შესახებ.
ძლიერი გუნდის ეფექტური და ხარისხიანი სამართლებრივი ხასიათის მომსახურება პირდაპირ აისახება კლიენტების საქმიანობისა და ბიზნესის წარმატებაზე. სასამართლოებსა და სხვადასხვა დაწესებულებაში წარმატებით დასრულებული არაერთი საქმე, სწორად შემუშავებული დავის წარმოების სტრატეგია, შედეგზე ორიენტირებული და არაერთფეროვან მოთხოვნებზე სწორად მორგებული სამართლებრივი მომსახურება წარმოადგენს საფუძველს, თუ რატომ უნდა აირჩიოს კლიენტმა ჩვენი კომპანია.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ქ. თბილისი, ზ. ფალიაშვილის ქ. N 17.
597 22 28 28; 599 76 60 70 | www.nmp.ge | info@nmp.ge