123

a

Facebook

Copyright 2020 NMP.GE | Designed by  VASIKSON

All Rights Reserved.

24 / 7 / 365

 მზად ვართ დაგეხმაროთ

+995 599 76 60 70

დაგვიკავშირდით

Facebook

Menu

ბავშვის სამოგზაუროდ წაყვანა გსურთ და მეორე მშობელი წინააღმდეგია?

მეუღლეთა განქორწინების შემთხვევაში, როგორც წესი ბავშვის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს ერთ-ერთი მშობლის საცხოვრებელი ადგილი, საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად ორივე მშობელს გააჩნიათ თანაბარი უფლებები და ვალდებულებები იზრუნონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე. მშობლები ვალდებულნი არიან ყველა მათი ნაბიჯი შეუსაბამონ და მოარგონ ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.

ხშირია შემთხვევები, როდესაც ერთ-ერთი მშობელი წინააღმდეგია მეორე მშობელს მისცეს თანხმობა, იმისათვის, რომ დასვენების მიზნით ბავშვმა დროებით დატოვოს  ქვეყნის ფარგლები. როგორც წესი –  ,,უარი“ ხშირ შემთხვევაში გამოწვეულია ყოფილ მეუღლეთა შორის არსებული კონფლიქტური სიტუაციით,  რაც თანხვედრაში არაა ბავშვის საუკეთესო ინტერესებთან.

ასეთ დროს მშობელს, რომელსაც სურს დასვენების მიზნით დროებით ბავშვის ფარგებს გაყვანა (და არ აქვს მეორე მშობლის თანხმობა) – წარადგინოს სამოქალაქო სარჩელი თანხმობაზე უარის გამცემი მშობლის მიმართ და მოითხოვოს – ,,მშობელს“ – შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება, მათ შორის არასრულწლოვანი შვილის მიმართ პასპორტის აღების, საზღვარგარეთ გაყვანისა და ამასთან დაკავშირებით ნებისმიერი დოკუმენტის მომზადების ნაწილში (კონკრეტული ვადის მითითებით), ასევე უფლება გაქვთ მოითხოვოთ სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევა.

გახსოვდეთ! სასამართლო თქვენს მოთხოვნას დააკმაყოფილებს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სათანადო მტკიცებულებების, მათ შორის სოციალური მომსახურების სააგანეტოს წარმომადგენლის პოზიციის  გათვალისწინებით დარწმუნდება, რომ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დროებითი შეზღუდვა ემსახურება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს!

გისურვებთ წარმატებებს!

საკონტაქტო ინფორმაცია:

ქ. თბილისი, ზ. ფალიაშვილის ქ. N 17.

597 22 28 28; 599 76 60 70   |   www.nmp.ge    |    info@nmp.ge