123

a

Facebook

Copyright 2020 NMP.GE | Designed by  VASIKSON

All Rights Reserved.

24 / 7 / 365

 მზად ვართ დაგეხმაროთ

+995 599 76 60 70

დაგვიკავშირდით

Facebook

Menu
 

მოწმე სისხლის სამართლის საქმეზე და მისი უფლება – მოვალეობანი

მოწმე სისხლის სამართლის საქმეზე და მისი უფლება – მოვალეობანი

უპირველესად უნდა აღვნიშნოთ ვინ შეიძლება იყოს მოწმე სისხლის სამართლის საქმეზე.  მოწმე­ -არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემი. მოწმის სტატუსს ის იძენს ფიცის დადების და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ გაფრთხილების შემდეგ.

უნდა იცოდეთ, რომ თქვენ ვალდებული ხართ გამოცხადდეთ სასამართლოში და უპასუხოთ დასმულ შეკითხვებს, თუ თქვენ, მხარის მიერ წარდგენილ და წინასასამართლო სხდომის მოსამართლის მიერ დამტკიცებულ ნუსხაში დასახელებული ხართ როგორც მოწმე,  წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა თქვენ იძულებით მიგიყვანონ სასამართლოში, ხოლო, სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარის თქმის შემთხვევაში, თქვენ, შესაძლოა დაგეკისროთ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, გარდა იმ შემთხევებისა, როდესაც თქვენ კანონით ხართ გათავისუფლებული ჩვენების მიცემის ვალდებულებისაგან.  იმ პირთა წრე, რომლებიც არ არიან ვალდებული მისცენ ჩვენება, ამომწურავადაა ჩამოთვლილი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში.

მოწმემ სასამართლოში დებს რელიგიური ან არარელიგიური მნიშვნელობის ფიცს, ხოლო, თუ მოწმე თავისი რწმენისა თუ სხვა მოსაზრებათა გამო უარს ამბობს ფიცის დადებაზე, მაშინ მან ჩვენება უნდა მისცეს ფიცის შემცვლელი დადასტურების განხორციელებით.

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, მოწმე ვალდებულია უპასუხოს მხარეთა და ასევე მოსამართლის მიერ დასმულ შეკითხვებს. ასევე მოწმე ვალდებულია არ გაამჟღავნოს საქმესთან დაკავშირებით მისთვის ცნობილი გარემოებები, თუ იგი ამის შესახებ გააფრთხილა სასამართლომ, დაიცვას წესრიგი საქმის სასამართლო განხილვის დროს, სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე არ დატოვოს სასამართლო სხდომის დარბაზი.

რაც შეეხება მოწმის უფლებებს, მას უფლება აქვს იცოდეს რა საქმის გამოა გამოძახებული, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, თუ მან არ იცის სამართალწარმოების ენა, არ მისცეს ჩვენება,რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით. მოწმე ასევე უფლებამოსილია მოითხოვოს მისი დაცვის სპეციალურ ღონისძიებაში ჩართვა, თუ არსებობს ამისათვის კანონით დადგენილი გარემოებები.

რამდენიმე რჩევა მათთვის, ვინც გამოძახებულია სასამართლოში მოწმის სახით ჩვენების მისაცემად და ამის გამო იმყოფება სტრესულ მდგომარეობაში. სასამართლოში ჩვენების მიცემისას:

  • ილაპარაკეთ მხოლოდ სიმართლე;
  • თუ თქვენ ვერ გაიგეთ შეკითხვა, თხოვეთ მის ავტორს მისი გამეორება;
  • არასოდეს იკამათოთ დამკითხავ პირთან ან მოსამართლესთან, უბრალოდ უპასუხეთ დასმულ შეკითხვებს;
  • თუ შეკითხვის დასმის შემდეგ ადვოკატი ან პროკურორი აყენებს კითხვის განრიდების შესახებ შუამდგომლობას (ე.წ. „პროტესტს“), არ იჩქაროთ პასუხის გაცემა, დაელოდეთ მოსამართლის გადაწყვეტილებას;
  • არ გააკეთოთ შეფასებები, უბრალოდ ისაუბრეთ იმ ფაქტებზე, რაც თქვენთვის ცნობილია საქმესთან დაკავშირებით.
  • არ განაცხადოთ უარი შეკითხვაზე პასუხის გაცემაზე იმ მიზეზით, რომ თქვენ უკვე უპასუხეთ ამ შეკითხვას. თქვენ ვალდებული ხართ უპასუხოთ ყველა შეკითხვას, რომელიც სასამართლოს მიერ განრიდებული არ არის.

 

პატივისცემით,

ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე

No Comments

Leave a Comment


The maximum upload file size: 500 მბაიტი.
You can upload: image, audio, video, document, spreadsheet, interactive, text, archive, code, other.
Links to YouTube, Facebook, Twitter and other services inserted in the comment text will be automatically embedded.