123

a

Facebook

Copyright 2020 NMP.GE | Designed by  VASIKSON

All Rights Reserved.

24 / 7 / 365

 მზად ვართ დაგეხმაროთ

+995 599 76 60 70

დაგვიკავშირდით

Facebook

Menu

ვასილ მამულაშვილის მოსაზრება თამაზ ხომასურიძის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით

მოსაზრება თამაზ ხომასურიძის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით:
📣📣 უდაოა, რომ თამაზ ხომასურიძის დაკავება განხორციელდა შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ბრალდებულების დამატებითი დისკრედიტაციის მიზნით.
ბრალდების მხარისგან ბოლო დღეებია გვესმის, რომ თითქოსდა მტკიცებულებები არ არსებობს საქმეში იმიტომ, რომ მტკიცებულებებს ბრალდებულები ანადგურებენ.. სწორედ ამ მიზნით მოხდა ვინმე ვერონიკა არონიას დაკავება და შემდგომში გირაოს სანაცვლოდ მისი გათავისუფლება.. ამჯერად უკვე ხომასურიძის დაკავება.. იმისათვის, რომ ბრალდებულებისთვის.. მათი ოჯახი წევრებისთვის თუ სხვა პირებისთვის მოხდეს გადაბრალება იმისა, რის გამოც ბრალდების მხარეს მტკიცებულებების არ გააჩნია:
⛔ რატომ არის ხომასურიძის მიმართ წარდგენილი ბრალდება დაუსაბუთებელი და აბსურდული:
1. შესაძლო მუქარის ნაწილში:
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ,,სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან/და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში“, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთთვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვი თვიდან ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთი ვადით ერთ წლამე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
აღნიშნული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება, რაც შესაძლოა, დაირღვეს მაშინ, როცა პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება ძალადობითი ქმედების ჩადენით და მუქარა ისეთი ფორმით არის გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს უჩნდება მისი მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ობიექტური მხრივ, აღნიშნული დანაშაული წარმოადგენს მატერიალურ დანაშაულს, ვინაიდან აუცილებელია გამოკვეთილი იყოს მოქმედება (მუქარა) და მისგან გამოწვეული შედეგი (შიში). ამასთან, შიში უნდა იყოს საფუძვლიანი, რაზედაც კანონმდებელი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს. ქმედების აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციისათვის აუცილებელია დადგინდეს, რომ მუქარა წარმოთქმულ იქნა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ, რომ მუქარის მსხვერპლს გაუჩნდეს მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. შიშის ფაქტორის შეფასებისას კი გათვალისწინებული უნდა იყოს როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური კრიტერიუმები და დადგინდეს – ჩათვლიდა თუ არა ჩვეულებრივი ფსიქიკის ადამიანი ასეთ მუქარას ამ ვითარებაში რეალურად. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული მუქარა არ არის მხოლოდ განზრახვის გამომჟღავნება, რადგან ხშირ შემთხვევაში დამნაშავე შესაძლოა, არც აპირებდეს მის განხორციელებას, თუმცა დაზარალებულის მიერ მუქარის რეალურად აღქმა უკვე იძლევა ამ დანაშაულის შემადგენლობას. კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს დამნაშავის მიზანს, კერძოდ, ჰქონდა თუ არა მას გამიზნული ამ მუქარის რეალიზაცია, რადგან პოტენციურ დამნაშავეს შეიძლება არც ჰქონდეს მიზნად, თუნდაც სამომავლოდ, მუქარის განხორციელება, არამედ სურდეს პირის მხოლოდ დაშინება, აღნიშნული მსჯელობა გამომდინარეობს, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილებიდან.
ზემოთხსენებული მსჯლეობის გათვალისწინებით, თამაზ ხომასურიძის მიმართ წარმოებულ სს საქმზე – იმის დასადგენად თამაზ ხომასურიძემ ჩაიდინა თუ არა სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, აუცილებელია შეფასდეს გვაქვს თუ არა კუმულაციურად სახეზე ის აუცილებელია მაკვალიფიცირებელი გარემობები, რომელიც მოგვცემს დანაშაულის შემადგენლობას, კერძოდ:
⛔️⛔️ 1. თამაზ ხომასურიძის საჯაროდ გაკეთებული განცხადებები მირიან ნიკოლაძის.. გური ამირხანაშვილის და სხვათა მიმართ – წარმოადგენს თუ არა მუქარის შინაარსის მქონე წინადადებას? – პასუხი შეიძლება იყოს დადებითი, რომ აღნიშნული შინაარსის განცხადებებები შესახლოა წარმოადგენს მუქარის შინაარსის წინადადებებს.. თუმცა აღნიშნული გარემოება არ არის საკმარისი დანაშაულის შემადგენლობისთვის და აცულებელია მასთან ერთად დადგინდეს გაუჩნდათ თუ არა და უნდა გასჩენოდათ თუ არა ნიმოლაძეს და ამირხანაშვილს.. თამაზ ხომასურიძის საჯარო განცხადებების გაცნობის შემდეგ – მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში!.
⛔️⛔️ 2. თამაზ ხომასურიძის საჯარო განცხადებების გაცნობის შემდეგ შემდგომ ნიკოლაძეს და ამირხანაშვილს გაუჩნდათ თუ არა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და უნდა გასჩენოდა თუ არა, ამისათვის აუცილებელია რიგი გარემოებების სრულყოფილად შეფასება, კერძოდ:
📣 უნდა შეფასდეს რა ფორმით? რა ვითარებაში? და როგორი პიროვნების მიერ იქნა მუქარის შემცველი განცხადებები გაჟღერებული.., რაზედაც საქმის გარემობების მიხედვით შესაძლებელია შემდეგი შეფასების გაკეთება: 📣 ფორმა: თამაზ ხომასურიძენ შესაძლო მუქარის შემცველი ტექსტი გაავრცელა საჯაროდ და მნიშვნელოვანია, რომ იგი არ იყენებს სხვა საშუალებებს იმისათვის, რომ მუქარის ადრესატს მიაწოდოს ეს ინფორმაცია, კერძოდ მათ შორის: პირადი შეტყობინების გაგზავნის გზით, სატელეფონო კომუნიკაციის გზით, სხვა კონკრეტული პირის/პირების მეშვეობით, ფოსტის მეშვეობით ან/და სხვა საშუალებით და იგი საჯაროდ ტელევიზიის მეშვეობით აკეთებს აღნიშნულს, გამომდინარე აქედან ხომასურიძისთვია წინასწარვე იყო ცნობილი, რომ გახდებოდა ათიათასობით ადამიანისთვის ცნობილი, ანუ თამაზ ხომასურიძის ინტერესს წარმოადგენდა არა მუქარის ადრესატისთვის ინფორმაციის მიწოდება, არამედ მისი მიზანი იყო ამ ინფორმაციის მიწოდება ფართო მასებისთვის.. (ვფიქრობთ – მძიმე გულისწყრომის საჯარო გამოვლინებად შეიძლება შეფასდეს ეს) რაც გარკვეულწილად ძირითადი ადრესატისთვის შესაძლოა ყოფილიყო იმის მანიშნებელი, რომ მას არ უნდა გასჩენოდა მუქარის განხორციელების რეალური შიში – მუქარის ფორმის გათვალისწინებით.. ასევე მნიშვნელოვანია რა ვითარებაში მოხდა აღნიშნული მუქარის შემცველი ტექსტის გავრცელება.. და რა გარემობები შეიძლება დასდებოდა საფუძვლად აღნიშნულ შინაარსის ტექსტის გამოქვენყენას? ანუ უნდა დადგიდნეს ტექსტის გამოქვეყნების მიზანი/მოტივი. თუ გადავხედავთ მირიან ნიკოლაძის საჯარო განცხადებებს და კომენტარებს.. ცხადი ხდება, რომ ნიკოლაძეს და ხომასურიძეს შორის კომფლიქტს ან დაპიტისპირებას ადგილი არ ჰქონია და ხომასურიძის გულისწყრომა გამომდინარეობდა მისი შვილის უკანონო ბრალდების გამო ნიკოლაძის საჯარო პოზიციებს და ამირხანაშვილის ცრუ ცვენებრბს.. ასეთ შემთხვევაშიც ვითარებიდან გამომდინარე ობიექტურ პირს, ასევე ნიკოლაძეს და ამირხანაშვილს ძნელად სავარაუდოა, რომ გასჩენოდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ვინაიდან ეს დგინდება თვით ნიკოლაძის საჯარო განცხადრბრბიდან.. აგრეთვე ნიკოლაძისთვის და ამირხანაშვილისთვის ან/და სხვა ობიექტური დამკვირვებლისთვისაც სავარაუდო იქნებოდა, რომ ხომასურიძის საჯაროდ გამოხატული მოსაზრებების ინფორამცია არ იქნებოდა აღსრულებაუნარიანი/რეალური – მუქარის ავტორის მიერ – დამაჯერებელი საფუძვლის არარსებობის გამო..
📣📣📣 ზემოთხსენებულ გარემობებიდან გამომდინარე, აგრეთვე აუცილებელია შეფასდეს თავად ნიკოლაძის და ამირხანაშვილის მიერ ხომასურიძის საჯარო განცხადებების გაცნობის შემდგომ განხორციელებული მოქმედებები, რომელიც აგრეთვე მოგვცემს ობიექტურ ინფორმაციას ნიკოლაძეს და ამირხანაშვილს გაუჩნდათ თუ არა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში, მას შემდეგ რაც გაეცნენ ისინი შესაძ მუქარის ტექსტს: რაზედაც ამ შემთხვევაშიც პასუხი უარყოფითია შემდეგ გარემობებდა გამო:
მირიან ნიკოლაძე, შემდგომში არაერთ საჯარო განცხადებით არ დგინდება, რომ ნიკოლაძეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში.. პირიქით ნიკოლაძე გააკეთა საპასუხო მუქარის შემცველ განცხადებები, რომ იგი აკავებს ამ დრომდე მის ახლობლებს რომ არ იმოქმედონ ხომასურიძის მიმართ.. იგივე შეიძლება ითქვა ამირხანაშვილზე..
აღნიშნულ პირებს არ მიუმართავთ პოლიციის ორგანოებისთვის.. არ განუხორციელებიათ მოქმედებები, რომელიც შესაძლო საფრთხისგან თავდაცვისკენ ან/და პრევენციისკენ იქნებოდა მიმართული..
გამომდინარე აქედან, შეიძლება გაკეთდეს შეფასება, რომ თუ რომ თამაზ ხომასურიძის მიერ გავრცელებული საჯარო განცხადებებით – მირიან ნიკოლაძეს და გურამ ამირხანაშვილს არ გასჩენიათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში აღნიშნულით კი დგიდნება, რომ სახეზე არ გვაქვს დანაშაულის შემადგენლობა.
2. რაც შეეხება ბრალდებას, რომელიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 369(1) მუხლის მე-3 ნაწილით და ითვალისწინებს პასუხისმგებლობას მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციითვის, – ამ შემთხვევაშიც ხომასურიძის მიმართ წარდგენილი ბრალდება ყოვლად იმ შემთხვევაშიც თუ დადგინდება ცალსახად, რომ ხომასურიძემ შეიძინა ტელეფონი და განახორციელა ვითომდა ამირხანაშვილის სახელითა და თითქოსდა პოლიციის თანამშრომლის სახელით ირეალური მიმოწერის შექმნა, ვინაიდან:
1. აღნიშნული ინფორმაცია არ არის მტკიცებულება.. მას არ გააჩნია მტკიცებულების სტატუსი მით უფრო კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე..
2. აღნიშნული ინფორმაცია არ ყოფილა საქმეში წარდგენილი, როგორც მტკიცებულებება.
3. შესაძლოა აღნიშნული შეფასდეს საზოგადოებაში შეცდომაში შეყვანის ფაქტად, თუმცა საზოგადოების მოტყუება/შეცდომაში შეყვანა ცალსახად არაა მტკიცებულების ფალსიფიკაცია!
ჩვენი შემაჯამებელი სუბიექტური აზრია, რაც ეყრდნობა ჩვენს ხელთ არსებულ ფაქტებს/ინფორმაციას, რომ თამაზ ხომასურიძის მიმართ წარდგენილი ბრალდებების საფუძველია არ დანაშაულებრივი ქმედებები, არამედ მიზანის დისკრედიტაცია მოახდინონ შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების, ხოლო მეორეს მხრივ წარმოაჩინონ მოწმე ამირხანაშვილის ჩვენებების გულწრფელობა, ხოლო მესამე მხრივ საზოგადოების თვალში იმის წარმოჩენა, რომ თითქოსდა საქართველოს პროკურატურა ქმედითი და ეფექტური უწყება!!
მოსაზრების ავტორი,
ადვოკატი ვასილ მამულაშვილი